
საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასატურდა, რაც წინა დღესთან შედარებით, ორმაგი რაოდენობაა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. ყოველ დღე დაახლოებით 25 ახალი კლასტერი გვაქვს, როცა სამი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 5 იყო,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ადგილობრივ ხელისუფლებებს ასევე დაავალა, რომ პირბადეების საჯარო სივრცეებში გამოყენების ვალდებულება კიდევ უფრო გაახანგრძლივონ. ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან საფრანგეთში კორონავირუსის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 30 000-ს აჭარბებს.