29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

102 დღის შემდეგ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა- ქვეყანაში ახალი რეგულაციები დაწესდა | Allnews.Ge

102 დღის შემდეგ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა- ქვეყანაში ახალი რეგულაციები დაწესდა

102 დღის შემდეგ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ქალაქი ოკლანდი 3 დღით ჩაიკეტა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და ისინი ამჟამად საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ახალი ზელანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქი ოკლანდი დღეიდნა 3 დღის განმავლობაში ჩაიკეტება, რა დროსაც მოსახლეობას აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში გამოსვლა აეკრძალა.

ქალაქში სუპერმარკეტებისა და აფთიაქტების გარდა სხვა დაწესებულებები დროებით დაიკეტა. ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში სულ კორონავირუსის 1 220 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა.