ფილიპინების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსულ ვაქცინას ენდობა და მზად არის ცდებში მოხალისედ ჩაერთოს
ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ ის რუსულ ვაქცინას ენდობა და მზად არის ცდებში მოხალისედ ჩაერთოს.
„მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდება. მჯერა, რომ ვაქცინა, რომელიც რუსეთმა შექმნა, ნამდვილად სასიკეთოა მსოფლიოსთვის,“- აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.
როდრიგო დუტერტეს თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გამო მის ქვეყანას ვაქცინის მიწოდების კუთხით პრიორიტეტი ექნება.