
რუსეთში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება ფილიპინებში ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ განცხადებას ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ადმინისტრაცია ავრცელებს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ტესტირების შემდეგ პრეზიდენტი მზადაა ვაქცინაცია თავად 2021 წლის მაისში გაიაროს. იქამდე, კი პრეზიდენტმა დუტერტემ განაცხადა, რომ ფილიპინები იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მზადაა კორონავირუსის ვაქცინა რუსეთისგან შეისყიდოს.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმციით, რუსეთში კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს. რუსეთის ხელისუფლება მის მასობრივ წარმოებას წლის ბოლმდე გეგმავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციას პრეპარატის უსაფრათხოებაში ეჭვი ეპარება.