
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ჩამოყალიბებული 35-კაციანი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ხელისუფლების მიტაცებაა. “ისინი მხოლოდ ხელისუფლების გადაცემას ითხოვენ. მათი მიზანი ნათელია : ეს არის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა მთელი თავისი შედეგებით,“- განაცხადა ლუკაშენკომ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ხმების მასობრივი გაყალბება მოხდა და გამარჯვებული არა ალექსანდრე ლუკაშენკო, არამედ ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა.
ისინი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციების დროს სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, აქციის 2 მონაწილე კი - გარდაიცვალა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ჩამოყალიბებული 35-კაციანი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ხელისუფლების მიტაცებაა. “ისინი მხოლოდ ხელისუფლების გადაცემას ითხოვენ. მათი მიზანი ნათელია : ეს არის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა მთელი თავისი შედეგებით,“- განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ხმების მასობრივი გაყალბება მოხდა და გამარჯვებული არა ალექსანდრე ლუკაშენკო, არამედ ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა.
ისინი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციების დროს სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, აქციის 2 მონაწილე კი - გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები
(0)