06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ირლანდიაში შეზღუდვები გამკაცრდა | Allnews.Ge

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ირლანდიაში შეზღუდვები გამკაცრდა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში შეზღუდვები გამკაცრდა.

ხელისუფლებამ კომპანიებს მოუწოდა შესაძლებლობის შემთხვევაში დისტანციური მუშაობის რეჟიმზე  გადავიდნენ. ამასთან, ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა ღია ცის ქვეშ და დახურულ სივრცეში შეკრებებზე.

ირლანდიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად აარიდონ თავი ქუჩასი გამოსვლას და ნაკლებად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, შეზღუდვები ქვეყანაში 13 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, ირლანდიის რესპუბლიკაში კორონავირუსის 27 500-მდე შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 1 775 ადამიანი ემსხვერპლა.