02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების ნებას არ გვრთავენ, ეს გადაწყვეტილება კრემლის მიღებულია- ნავალნის პრესსპიკერი | Allnews.Ge

ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების ნებას არ გვრთავენ, ეს გადაწყვეტილება კრემლის მიღებულია- ნავალნის პრესსპიკერი

ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, ბოლო მომენტში კი ისინი ამის ნებას აღარ გვრთავენ, - ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

"ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, რის გამო ჩვენ ორგანიზება უმოკლეს დროში განვახორციელეთ. ახლა კი, ბოლო მომენტში, ექიმები ამის ნებას არ გვრთავენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არა მათი, არამედ კრემლის მიღებულია", - წერს კირა იარმიში.

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.