
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თბილისში სკვერებთან და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასადგმელად ტენდერში გამარჯვებული კომპანია 1 თვეში გამოვლინდება, რის შემდეგაც ტუალეტების მშენებლობა დაიწყება.
თბილისში 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დავით ნარმანიას განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობის სანაცვლოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი დადგას, რათა კომერციული ინტერესი ჰქონდეს.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობა უფასო არ იქნება. ამისთვის კომპანია მინიმალურ თანხას დააწესებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები თავდაპირველად მინსკის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მთავრობის სახლის მიმართულებით მოაწყეს.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდებარე დამოუკიდებლობის მოედანი სავსეა მომიტინგეებით. ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს დამოუკიდებლობის გამზირის მიმდებარე ქუჩებიც.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ სამამულო ომის მემორიალებისა და ძეგლების დაზიანებას არ დაუშვებენ და ამ ადგილებში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს საქმე ექნებათ "არა პოლიციასთან, არამედ ჯართან".
თავდაცვის სამინისტრომ ომის მემორიალებთან და მუზეუმებთან ჯარისკაცებიც განალაგა.
ტელეარხი Belsat-ი "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციას ათობით ათასი დემონსტრანტი შეუერთდა. მშვიდობიან აქციაზე მომიტინგეები სკანდირებენ: "თავისუფლება!", "დღეგრძელობა ბელარუსს", "შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეში", "ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ არ ვაპატიებთ" და სხვა.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რადგან საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ის გაყალბდა.
მკითხველის კომენტარები
(0)