01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
24.08.2020 / 16:08
შრიფტის ზომა:

ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევები მიუთითებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა Charite-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ალექსეი ნავალნი, "როგორც ჩანს მოწამლეს".

მათივე ინფორმაციით, ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქიმიური პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა ზუსტი ნივთიერება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

"კლინიკური კვლევები მიანიშნებს მოწამვლაზე საშუალებით, რომელიც განეკუთვნება აქტიური ნივთიერებების ჯგუფს სახელწოდებით - ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები" , - ნათქვამია ექიმების განცხადებაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მათივე ინფორმაციით, შხამის მოქმედება ორგანიზმზე სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა. ექიმები დამატებით უფრო ღრმა კვლევას იწყებენ.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციაში რჩება და კვლავ ხელოვნურ კომაშია.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პრესკონფერენცია გამართეს და მოწამვლის ვერსია გამორიცხეს. რუსი ექიმები ირწმუნებიან, რომ ლაბორატორიული კვლევებით ქიმიური-ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც შეიძლება შხამად შეფასდეს, არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, როდესაც ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევები მიუთითებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს | Allnews.Ge