გერმანიის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირდა- კიდევ რა რეფორმები იგეგმება ქვეყანაში?
გერმანიის „დიდი კოალიცია“ საარჩევნო რეფორმების განხორციელებაზე შეთანხმდა, რომლის მიზანი ბუნდესტაგში კანონმდებლების რაოდენობის შემცირებაა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირები და აგრეთვე „დიდ კოალიციაში“ მათთან ერთად შემავალი სოციალ-დემოკრატილი პარტია 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ 2025 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების 299-დან 280-მდე შემცრებაზე შეთანხდნენ.
ცნობისათვის ამჟამად ბუნდესტაგში 700 დეპუტატია წარმოდგენილი. კანონმდებლების რაოდენობით გერმანიის საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესს ჩამორჩება, რომელიც 2 980 დეპუტატისგან შედგება.
სხვა რეფორმები, რომლებზეც განხილვა მიდინარეობს და რომელიც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გადაიხედება, საარჩევნო ასაკის 16 წლამდე შემცირებას, დეპუტატების ოთხის ნაცვლად ხუთი წლით არჩევასა და ბუნდესტაგში ქალთა თანაბარი წარმოდგენის შესახებ რეგულაციების დაწესებას გულისხმობს.