28 პარასკევი - 2025, მარტი

ბელარუსში სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს | Allnews.Ge

ბელარუსში სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ვიასნაზე" დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 80 დემონსტრანტი მინსკში დააკავეს, 47 კი - სხვადასხვა რეგიონში.

ცნობისათვის, 9 აგვისტოს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ალექსანდრე ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება გუშინ ბელარუსში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.