
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.
უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა და იარაღი ამოიღეს
მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ჯახუამ.
მან სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "პოლიციელებმა კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება" აიძულეს.
რაც შეეხება იარაღს, გიორგი ჯახუას თქმით, ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – აღნიშნა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გაერთიანებულ სამეფოში ქორწილებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა 30-დან 15-მდე მცირდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხუთშაბათიდან პაბები და რესტორნები ქვეყანაში 22:00 საათზე უნდა დაიხუროს.
ბორის ჯონსონმა მოქალაქეებს მოუწოდა, სახლიდან იმუშაონ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შესაძლებელია.
ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც 6 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა მკაცრდება პირბადის ტარების წესი, მათი გამოყენება მასპინძლობისა და საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულებისთვის, ასევე ტაქსების მგზავრებისთვის სავალდებულო ხდება.
იზრდება ჯარიმის ოდენობა წესების დამრღვევი მოქალაქეებისთვის. კერძოდ, კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეები 10 000 გირვანქა სტერლინგით, პირბადის ტარებისა წესის დარღვევისთვის კი - 200 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეზღუდვები ძალაში, სავარაუდოდ 6 თვის განმავლობაში იქნება.
მკითხველის კომენტარები
(1)
მათ იციან რომ ზედმეტი დემოკრატია გუპავს ქვეყანას