
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაპროტესტებლად მინსკის ცენტრალურ ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც გამარჯვების პარკში გეგმავენ შეკრებას.
ეს ადგილი თვენახევრის განმავლობაში საპროტესტო აქციების ეპიცენტრია მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს.
პარკში შეკრებილები სკანდირებენ "წადი!"
სამართალდამცველებს გამარჯვებულთა პროსპექტი ნაწილობრივ გადაკეტილი აქვს. ამ დროისთვის მინსკის ცენტრში მობილური ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.