
ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის მარტში. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა განაცხადა.
"იდეაში, პირველი ვაქცინა იქნება Sanofi-ის მიერ წარმოებული და გამოჩნდება მარტში აქ, ბელგიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში", - განაცხადა მინისტრმა ხუთშაბათს ადგილობრივი ტელეკომპანია RTBF-ის ეთერში.
მისი თქმით, პირველად ვაქცინას მიღებენ მედიკოსები და ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეები.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან, მათ შორის Sanofi-სთან, რათა მოხდეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინის შეძენა.