
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქე, პრეზიდენტობის "დემოკრატი" კანდიდატის, ჯო ბაიდენის, ოჯახი კორუმპირებულია და ისინი ციხეში უნდა ჩასვან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Newsweek ავრცელებს.
"ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. კორუმპირებული ოჯახი. ბაიდენების ოჯახი ციხეში უნდა ჩავსვათ!" - განაცხადა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
"წარმოიდგინეთ, ჩემს შვილებს რომ ის გაეკეთებინათ, რაც ამ ბიჭმა ჰანთმა გააკეთა? ჩემი აზრით, ეს არის კრიმინალური საწარმო... მილიონობით დოლარი,"- აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ციხეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც უნდა ჩასვან.