02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს- აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება | Allnews.Ge

სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს- აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

სომხეთის შეიარაღებული ძალები ღამის განმავლობაში გორანბოის, ტერტერისა და აღდაბის რაიონებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევას ახორციელებდნენ, დღეს დილიდან კი - აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავენ, -ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, 18 ოქტომბერს დღისით და ღამის განმავლობაშიც ოპერაციები აღდარა-აღდამის, ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილისა და მდინარე არაზის გასწვრივ მიმდინარეობდა.

„ამჟამად, ჩვენი ჯარისკაცები ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებენ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.