
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ სომხეთი აშშ-ში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სრულად დაიცავს.
"ვაშინგტონში, აშშ-ის შუამავლობით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სრულად დაიცავს დილის 8:00 საათიდან," - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან ამოქმედდა.