
სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. როგორც განათლებისაა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.
მინისტრის განმარტებით, აკრძალვა შეეხება იმ პროდუქტებს, რაზეც ზუსტად არის ცნობილი, რომ მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
"ხომ იცით, თავიდან როგორ ხდება. ჩათვლიან, რომ ეს არის დროებითი, პატარა კამპანია. ამან არ უნდა გაიაროს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრმაპი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს „დრაკონულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ შეზღუდვები არაეფექტურია, ვინაიდან შემთხვევები როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში იზრდება.
„ევროპამ დრაკონული „ლოქდაუნი“ დააწესა, მაგრამ დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მაინც იზრდება. ახლა ეს ყველაფერი ხელახლა უნდა გაიმეორონ. რა ჯანდაბას აკეთებენ? ვფიქრობ, წავალ და ავუხსნი“, – განაცხადა ტრამპმა მიჩიგანში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ამერიკაში კარანტინი აღარ დაწესება. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჯო ბაიდენს ამერიკელების ჩაკეტვა სურს. „არანაირი ლოქდაუნი აღარ გვექნება. ჯო ბაიდენის მიზანი ლოქდაუნის დაწესებით თქვენი სახლში დაპატიმრებაა,“- აღნიშნა ტრამპმა. შეგახსენებთ, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ავსტრიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ესპანეთმა და საფრანგეთმა, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ახალი შეზღუდვები დააწესეს.
მკითხველის კომენტარები
(0)