
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამთან ახლოს მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ვაგონს 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნა ელოდა, რისგანაც ის 20 წლის წინ დამონტაჟებულმა ვეშაპის ქანდაკებამ გადაარჩინა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Reuters-ის ინფორმაციით მატარებლის რელსებიდან გადავარნის მომენტში მასში მხოლოდ მემანქანე იმყოფებოდა, რომელმაც ვაგონიდან გამოსვლა მოასწრო.