02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ხდება მთიანი ყარაბაღის რეგიონში ამ დროისთვის? | Allnews.Ge

რა ხდება მთიანი ყარაბაღის რეგიონში ამ დროისთვის?

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ნოემბერს დღის განმავლობაში და 7 ნოემბრის ღამით საბრძოლო ოპერაციები ძირითადად აღდერეს, აღდამისა და ხოჯევანდის მიმართულებებით ხორციელდებოდა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგის მე-6 სამთო-მსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დანაკარგი განიცადა.

"ამჟამად, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.