მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა | Allnews.Ge

მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსის 5 860 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადაჭარბა.

ამ ინფორმაციას  Reuters-ი მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 635 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვეპრლის რიცხვმა 98 259 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მექსიკა მე-11 ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა.