30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
04.12.2020 / 09:12
შრიფტის ზომა:

პორტუგალია მოსახლეობის უფასო და ნებაყოფლობით ვაქცინაციას იანვრიდან იწყებს

პორტუგალიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა წარადგინა, რომელიც მოსახლეობის ნებაყოფლობით და უფასოდ აცრას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის პირველი ფაზა მომავალი თვიდან დაიწყება და თავდაპირველად მოსახლეობის 10%-ს მოიცავს.

პრიორიტეტი მიენიჭება 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, როგორიცაა კორონარული დაავადება ან ფილტვების პრობლემები, ასევე ჯანდაცვის, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროების სპეციალისტებს, მოხუცთა თავშესაფრებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისპერსონალს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვაქცინაციის პირველი ფაზა იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში დასრულდება, გაჭიანურების შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, აპრილამდეც გახანგრძლივდეს.

გეგმის თანახმად, მეორე ფაზის ფარგლებში კიდევ 2.7 მილიონი ადამიანი აიცრება და ძირითადად 65 და 65 წელს გადაცილებულ პირებს მოიცავს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია კი მესამე ფაზის დროს მოხდება.

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრის, მარტა ტემიდოს, თქმით, ქვეყანა ვაქცინის 22 მილიონი დოზის შეძენას აპირებს, რისთვისაც 200 მილიონ ევროს გადაიხდის. მისი ინფორმაციით, ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებით პორტუგალიამ შეთანხმებას უკვე მიაღწია CureVac-თან, Pfizer-BioNTech-თან, Moderna-სთან, Johnson&Johnson-თან, Sanofi-სა და GSK-სთან.

ცნობისათვის, პორტუგალიაში, რომლის მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 307 618 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 4 724-ია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პორტუგალია მოსახლეობის უფასო და ნებაყოფლობით ვაქცინაციას იანვრიდან იწყებს | Allnews.Ge