
Pfizer-BioNTech – ვაქცინა ეფექტური იქნება ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი მუტირებული კორონავირუსის მიმართ. ამის შესახებ 22 დეკემბერს განცხადება გააკეთა BioNTech-ის დირექტორმა უგურ სახინმა:
"ჩვენ უკვე გავტესტეთ ვაქცინა არსებული ვირუსის 20 სხვადასხვა ვარიანტის (სხვადასხვა მუტაციის) წინააღმდეგ, ვაქცინის მიერ გამოწვეული პასუხი ვირუსის ყველა ფორმის შემთხვევაში იწვევდა გამომწვევის ინაქტივაციას. ზუსტი პასუხები 2 კვირაში იქნება ცნობილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის შემადგენლობა ახალი შტამების მიმართ ადაპტაციის საშუალებას იძლევა."
სახინმა ისიც დაამატა, რომ განახლებული ვაქცინა დამტკიცებისთვის მზად 6 კვირაში იქნება. შემქმნელები თავს იწონებენ - BioNTech / Pfizer ვაქცინა 90 %-ზე მეტი ეფექტურობით გამოირჩევა.