18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სად რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია მსოფლიოში?- იხილეთ Bloomberg-ის ბოლო მონაცემები | Allnews.Ge

სად რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია მსოფლიოში?- იხილეთ Bloomberg-ის ბოლო მონაცემები

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94.4 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 9.3%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.6%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 51%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 28.9 და 13.2%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.