
საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ინფორმაციით, ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
“განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება.
არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼
შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:
დავით ჩაჩავა - 0526919092
მიხეილ ბაბლუანი - 0528888513
ნინო ჩანტლაძე - 0548620270
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები. შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგვიანებით, საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა კონკრეტულად ქალაქ ლოდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, რადგან ქალაქში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა:
"ლოდში და მის შემოგარენში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ქალაქში შემოდიან საჯარისო დანაყოფები! შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი შეიკავეთ შორ მანძილზე გადაადგილებისგან. მოერიდეთ ფანჯრებთან მიახლოებას. დაემორჩილეთ სამართალდამცავების მითითებას. დაძაბულობის მატების შემთხვევაში შესაძლოა საგანგებო ძალები შევიდნენ სხვა შერეულ ქალაქებშიც" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს და ასევე ათობით ავტომობილი დაწვეს.
Times of Israel-ი წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ორი ლიდერი მოკლეს მას შემდეგ, რაც შენობაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მიზანმიმართული ავიაიერიში განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ინფორმაციით, ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
“განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება.
არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼
შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:
დავით ჩაჩავა - 0526919092
მიხეილ ბაბლუანი - 0528888513
ნინო ჩანტლაძე - 0548620270
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები. შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგვიანებით, საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა კონკრეტულად ქალაქ ლოდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, რადგან ქალაქში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა:
"ლოდში და მის შემოგარენში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ქალაქში შემოდიან საჯარისო დანაყოფები! შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი შეიკავეთ შორ მანძილზე გადაადგილებისგან. მოერიდეთ ფანჯრებთან მიახლოებას. დაემორჩილეთ სამართალდამცავების მითითებას. დაძაბულობის მატების შემთხვევაში შესაძლოა საგანგებო ძალები შევიდნენ სხვა შერეულ ქალაქებშიც" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს და ასევე ათობით ავტომობილი დაწვეს.
Times of Israel-ი წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ორი ლიდერი მოკლეს მას შემდეგ, რაც შენობაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მიზანმიმართული ავიაიერიში განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა.
მკითხველის კომენტარები
(0)