18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში?- ნახეთ Bloomberg-ის ბოლო სტატისტიკური მონაცემები | Allnews.Ge

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში?- ნახეთ Bloomberg-ის ბოლო სტატისტიკური მონაცემები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.51 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 9.9% -ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 25 მილიონ ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი - 421 მილიონი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მე-2 ადგილზეა აშშ-ია 275 მილიონი დოზით. მას ევროკავშირის მოჰყვება, სადაც ვაქცინების 202 მილიონზე მეტი დოზა გამოყენეს.

ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, სეიშელის კუნძულებზეა აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 64.2%-ს აქვს გაკეთებული. მას ისრაელი მოჰყვება, სადაც ორივე დოზით მოქალაქეთა 56.4% აიცრა. შემდეგ პოზიციებს სან-მარინო, ბაჰრეინი და ჩილე იკავებენ.