მოგზაურობა
28.06.2021 / 07:06
შრიფტის ზომა:

უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები? - ეპიდაფეთქება რუსეთში და ინფექციონისტების შემაშფოთებელი პროგნოზები

უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები? - ეპიდაფეთქება რუსეთში და ინფექციონისტების შემაშფოთებელი პროგნოზები

“რუსეთში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებით გამოწვეული კრიტიკული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთიდან ჩასული მოქალაქეების მიმართ მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა, ზოგიერთმა სახელმწიფომ კი საერთოდ ჩაკეტა საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის. ქართველ ინფექციონისტთა უმრავლესობა ტურისტული სეზონის წინ ხელისუფლებას იგივეს გაკეთებას ურჩევს, რადგან ქვეყანაში რუსი ტურისტების მასობრივად და უკონტროლოდ შემოსვლის შემთხვევაში ეპიდემიის ახალი აფეთქება გარდაუვალი იქნება და ამან შესაძლოა ტურისტული სეზონი საერთოდ ჩაშალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით: "უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები - ინფექციონისტები შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებენ".

“იმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, თუ რა შეიძლება მოყვეს რუსეთიდან ტურისტების უკონტროლო შემოსვლას, ოკუპირებული აფხაზეთია. ბოლო რამდენიმე კვირაა აფხაზეთის კურორტები რუსი დამსვენებლებითაა სავსე, რაც, ერთის მხრივ, ადგილობრივთა კმაყოფილებას იწვევს, რადგანაც ტურიზმი დღეს აფხაზეთში შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა, ამის პარალელურად, ივნისიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა სტაბილურად იზრდება და დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და დე ფაქტო ხელისუფების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

უშუალოდ რუსი ტურისტების გარდა, სერიოზული საფრთხის შემცველია ასევე რუსეთში სტუმრობაც. მაგალითად, ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატება დაიწყო და ამ ახალი აფეთქების მთავარი მიზეზი ევრო-2020-ია. კერძოდ, ფინელი ფეხბურთის გულშემატკივრების სტუმრობა სანკტ-პეტერბურგში გამართულ რუსეთი-ფინეთის ჯგუფური ეტაპის მატჩზე. სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულმა ფინელმა გულშემატკივრებმა დელტა შტამი ჩამოიტანეს, რასაც ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. უშუალოდ რუსეთში პრაქტიკულად ყოველდღე ახალი ანტირეკორდი მყარდება. ბოლო დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა 20 ათასს გადასცდა და სტაბილურად იზრდება”, - აღნიშნავს "რეზონანსი".

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

“რუსეთში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამო, გერმანია და საფრანგეთი რუსი ტურისტების შეშვების წესებს ამკაცრებენ. “რობერტ კოხის ინსტიტუტის” ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში შესული რუსი ვიზიტორისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინია დაწესებული, რომლის ხანგრძლივობაც არ შემცირდება კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც და რომელიც სავალდებულოა მათთვისაც, ვინც ორჯერადადაა აცრილი და ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

გერმანიას რუსეთი 29 ივნისიდან იმ ქვეყნების სიაში შეჰყავს, სადაც კორონავირუსის ახალი ვარიანტები აქტიურად ვრცელდება. ამ სიაში ყოფნა ასევე ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს, რკინიგზას და ავტობუსებს რუსეთიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე მგზავრების გადაყვანის უფლება ექნებათ. რაც შეეხება საფრაგეთს, ქვეყნის ხელისუფლებამ 25 ივნისიდან შეწყვიტა შენგენის მრავალწლიანი ვიზის მოქმედების ვადის გახანგრძლივება რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა ვიზებსაც ეპიდემიის პერიოდში გაუვიდა ვადა. მანამდე კი საფრანგეთმა რუსეთი “წითელ ზონაში” შეიყვანა. მოსკოვში საფრანგეთის საელჩო იტყობინება, რომ ვიზების დამუშავება მას შემდეგ განახლდება, რაც რუსეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება”, - ვკითხულობთ სტატიაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩადის, ზაფხულის დასაწყისიდან კორონავირუსულმა შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე კვირას კორონავირუსის დელტა შტამით 285 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 34 ბავშვია. გასულ კვირას კი 220 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 32 მცირეწლოვანია. ამასთან ექიმები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის “ინდური შტამით” ახალგაზრდები უფრო ხშირად ავადდებიან.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში ეპიდმდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, საზღვარზე რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებისათვის დამატებითი ფილტრი უნდა შეიქმნას. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, სასურველია ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იმგვარი რეგულაციები ამოქმედდეს, რომელიც თავის დროზე ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეებისათვის იყო დაწესებული.

“ქვეყნის მთავარი ინტერესია, რომ თავისუფალი და “მწვანე ზონა” იყოს, ანუ პასუხისმგებელი უნდა იყოს ნებისმიერი სტუმრის მიმართ და მეორე - გარანტორი იყოს, რომ ისეთი გარემოება არ შეიქმნას, რომ მის “სიმწვანეს” რაიმე საფრთხე დაემუქროს. ამიტომ ყველა ის გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ, რომელსაც დამატებით ღონისძიებების შემოღებამდე მივყავართ. ჩვენ ასეთი რამ გარკვეული ხნის წინ ინდოეთიდან მომავალ ადამიანებზე გავამკაცრეთ, ამიტომაც უპრიანი იქნება და ცუდი არ იქნება, თუ დამატებითი ფილტრი შეიქმნება, რომელიც იმ ადამიანებისთვისაც იქნება ცნობილი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას დაგეგმავს... არ იქნება ცუდი, თუ დამატებითი პსრ-ტესტი იქნება. 14-დღიანი საკარანტინე რეჟიმის გამოცხადების პირობებში კი ტურისტებისთვის აზრი ეკარგება, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ. ამიტომ ეს თავად ტურისტმა უნდა განსაზღვროს, რომელიც გადაადგილდება”, - ამბობს სტატიის ავტორთან საუბრისას კახაძე.

ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისათვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მომხრეა, რადგან შესაძლოა დამატებითი რეგულაციების გარეშე რუსი ტურისტების შემოდინებამ სიტუაცია ისე გააუარესოს, რომ ტურისტული სეზონი საერთოდ ჩაშალოს და უარესი სურათი მივიღოთ.

”ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ 14-დღიან კარანტინს შემოვიღებთ. ჯერ ეს ერთი, რომ ტურისტულად საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან არ ჩამოდის და ამან ტურისტულ სეზონს რაც არ უნდა შეფერხება მისცეს, თუ ამ ხალხისგან ვირუსის მასიური გავრცელება მოხდა, დიდ უბედურებას გადავაწყდებით და ტურისტული სეზონი უფრო ჩავარდება. სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, რუსეთზე უარესი მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთშია. შესაბამისად, იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება. ამიტომაც, სამწუხაროდ, აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანებისგანაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს”, - ამბობს ხმალაძე "რეზონანსთან".

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი უფრო რადიკალური ზომების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ინდური შტამის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებიდან ტურისტების მიღება უნდა აიკრძალოს, სადაც აღნიშნული შტამი ფართოდ გავრცელებულია. კულუმბეგოვი “ფეისბუქზე” წერს:

“ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შტამების მიხედვით ასე გამოიყურება: - ალფა (ბრიტანული) 2%; - ბეტა (სამხრეთ აფრიკული) 1.5%; - დელტა (ინდური) 0.3%. ერთი შეხედვით სასიხარულო ინფორმაციაა დელტა ვარიანტის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთში მოზრდილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია. ახლა ინფექცია ძირითადად ახალგაზრდებში ცირკულირებს. სამწუხაროდ, არავაქცინირებულ ერებში მაგალითად რუსეთში, ინდოეთში ეს მონაცემი კარდინალურად განსხვავდება. გერმანიამ დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალა რუსეთიდან ტურისტების მიღება. იმედია ჩვენც არ დავაგვიანებთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას”, - ციტატად მოჰყავს კულუმბეგოვის სიტყვები "რეზონანსს".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საქართველოს მსოფლიო ბანკმა დამატებით 34.5 მლნ დოლარი გამოუყო | Allnews.Ge

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საქართველოს მსოფლიო ბანკმა დამატებით 34.5 მლნ დოლარი გამოუყო

საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამისთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსება გამოეყო. გადაწყვეტილება „მსოფლიო ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 7 ივნისს მიიღო.

როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, თანხა დაემატება 2020 წლის მარტში „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.

დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.

„მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მისი თქმით, „პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.“

დამატებითი დაფინანსება, COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით.

„მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

„გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით, მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის - 4 მილიონზე მეტი პისიარ, ასევე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ -ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მლნ. პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში. ამასთან ერთად, პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის დაწესებულებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო შესაძლებლობების განვითარებაში, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვით.

უფრო მეტიც, პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითაც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80,000-მა ოჯახმა; დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25,000-მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე, ერთჯერადი დახმარება მიიღო 370,000 -მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160,000 -ზე მეტმა ადამიანმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მსოფლიო ბანკის დახმარება არსებითი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკის დახმარებით ჩვენ გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად შევძელით ადაპტაცია და რეაგირება პანდემიის ზემოქმედების მიმართ. დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი პანდემიის დასასრულებლად - ესაა ვაქცინა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის უკეთ ადმინისტრირებას. მსურს მსოფლიო ბანკს, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის დახმარებისთვის,“ - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დამატებითი დაფინანსება, ისევე როგორც ძირითადი პროექტი, „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მლნ. ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება. ხოლო მანამდე ბანკმა საქართველოს გამოუყო 45 მლნ. ევროს დაფინანსება „ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“, რითაც მთავრობას საბიუჯეტო დახმარება აღმოუჩინა საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ხარჯების ზრდის პირობებში, რათა შენარჩუნდეს რეფორმების პროგრესი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია „მსოფლიო ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.