
"კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილი, ვინც სახლში მკურნალობს, ხშირად არღვევს კარანტინის წესებს - შეუზღუდავად დადის ქუჩაში, მაღაზიაში და ზოგჯერ სტუმრადაც. ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საუბრობდა. დღეს კი მსგავსი ფაქტების შესახებ სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია.
რა შედეგები მოყვება მსგავსი ფაქტების გაგრძელებას და რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც.
“ნუ დადიხართ კოვიდ დადებითები გარეთ და ნუ უქმნით საფრთხეს გარშემომყოფების ჯანმრთელობას! ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც ხართ კოვიდ დადებითები და ნუ მიმიყვანთ იმ ზომამდე, რომ შესაბამისი უწყებები ჩავაყენო საქმის კურსში და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინოთ პასუხი! დაიცავით იზოლაცია-კარანტინის წესები!” - ვკითხულობთ “ფეისბუქში” ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულ პოსტში. მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში 20-30 კოვიდ დადებითის მიერ ხდება მინიმუმ 5-ჯერ მეტი კონტაქტი. ისინი გადაადგილდებიან სამსახურებში, მაღაზიებში, აფთიაქში და ამ დროს არ უკეთიათ ნიღაბი არც მომხმარებლებს და არც თანამშრომლებს. აღნიშნული ფაქტს აღმაშფოთებელსა და გაუგონარ უპასუხისმგებლობას უწოდებს ინფექციონისტი მარინა ენდელაძე. მისი თქმით, ეს მდგომარეობა სრულიად ხალხის შეგნებაზეა დამოკიდებული და ქვეყანა ვერ შეძლებს ბინაზე მყოფი პაციენტების გაკონტროლებას, რადგან ისინი ბევრნი არიან და ყველას თვალთვალი ფაქტიურად შეუძლებელია”, - ვკითხულობთ სტატიაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
“ამ სიტუაციის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია, ბინაზე ძალიან ბევრია დატოვებული სამკურნალოდ. კარებზე პოლიციას ხომ ვერ დავაყენებთ, რომ არ გავიდნენ?! ეს არის ადამიანის თვითშეგნებაზე დამოკიდებული. ამგვარი ქმედებები გამოიწვევს ვირუსის მეტ გავრცელებას, რადგან გადამდებლობა მაღალი აქვს ამ ვირუსს. ეს არის ადამიანთა პასუხისმგებლობა და აუცილებელია, რომ თავად მოსახლეობაც ყურადღებით იყოს. თუკი ვინმეს მსგავს შემთხვევაზე ექნება ინფორმაცია, უნდა აუწყოს შესაბამის ორგანიზაციებს და დადგინდეს უმაღლესი ჯარიმის ფორმა დასჯის თვალსაზრისით. ეს პაციენტები აღრიცხვაზე არიან, მაგრამ თითოეულ კართან რა ხდება, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ამიტომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თვითშეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა”, - განაცხადა ენდელაძემ, რომლის თქმით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ჯარიმების შემოღებაა საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.
“თუკი ვინმეს მსგავს ფაქტზე გამოიჭერენ, აუცილებლად მაქსიმალური ჯარიმა უნდა დაეკისროს. შეიძლება შემუშავდეს სისტემა, რომ მოხდეს ინფორმაციის გადაცემა ამ პირების შესახებ და ეს თავად საზოგადოების ჩართულობითაც უნდა მოხდეს. ეს არ ეხება 20-30 ოჯახს - ასეთი ოჯახები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობითაა და მათი კონტროლი ძალიან რთულია”, - ამბობს ენდელაძე. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი თავის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას სწორედ უკონტროლოდ მოსიარულე კოვიდ ინფიცირებულს აკისრებს”, - დასძენს გამოცემა.
“ასეთმა მოწანწალე კოვიდ დადებითმა დამიღუპა ოჯახი და ახლა ჩემს შვილებს აღარ ჰყავთ მამა. მას რომ ჰგონია თავად უძლებს და მართავს თავის დაავადებას, ჩემი მეუღლე შეიწირა ვიღაცის დაუდევარობამ. მეც ვუჩივლებ ვიზეც გავიგებ, რომ გარეთ დადის”, - ნათქვამია კომენტარში. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძეჯერ კიდევ 10 აგვისტოს საუბრობდა ამ პრობლემაზე. იგი აცხადებდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირების ნაწილი საქალაქო ტრანსპორტითაც სარგებლობდა, რომელიც მაშინ შეზღუდული ჯერ კიდევ არ იყო. „მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, - ამბობს ცერცვაძე, რომლის თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას”, - წერს სტატიის ავტორი.
“კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, რომ 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაცია, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას”, - აღნიშნავს ცერცვაძე, რომლის განმარტებით, “თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი”, - დასძენს სტატიის ავტორი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისრაელი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც პანდემიას დროულად და კარგად გაართვა თავი და მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ქვეყანაში დელტა-შტამის ცირკულირებამ ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.
ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო, რეგულაციებიც თანდათან გაამკაცრა და ლოკდაუნისთვის ემზადება.
ჩვენი თანამემამულე ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც ამჟამად თელ-ავივის ახლოს კერძო კლინიკა "სუტაში" მუშაობს, ისრაელში შექმნილ პანდემიურ ვითარებაზე და კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდის შესახებ "კვირის პალიტრას" უამბობს:
- ყოველდღიურად დაახლოებით რამდენი ინფიცირებულია ისრაელში?
- დღევანდელი მონაცემით (11.08. 2021) 5755-ია, ანუ 4,6%-მდე ავიდა, გარდაცვლილია 12 კაცი. ქვეყანა ლოკდაუნისთვის ემზადება. შემუშავდა და ძალაში შევიდა ე.წ. მწვანე სტანდარტი, რაც 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 3 წლის ზემოთ ბავშვების მშობლებმა, როცა დახურულ სივრცეში შევლენ (კინოთეატრში, რესტორანში და ა.შ.), უნდა წარადგინონ ბავშვების ტესტის კოვიდუარყოფითი პასუხები. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ტესტი უფასოა, ზემოთ - ფასიანი.
ზრდასრულ აუცრელ მოსახლეობასაც 24 საათში სთხოვენ ტესტის პასუხს, რაც აიძულებს მათ, ვინც არ არის აცრილი, აიცრას! მალე არაერთი შეზღუდვა დაწესდება. მაგალითად, ვინც სამედიცინო პერსონალში არ იქნება აცრილი, ალბათ, სამსახურს დატოვებს, ვინაიდან ყოველდღე უნდა იხადოს ფული ტესტში, ამას კი ძნელად თუ მოახერხებს ვინმე...
"მწვანე სტანდარტი" ასევე გულისხმობს დახურულ სივრცეში 50 კაცის ყოფნას, ღია სივრცეში - 100-ის (თუ 100 კაცზე მეტია, ღია სივრცეშიც ნიღბით უნდა იყვნენ)
რუკაზე წითლად მონიშნულებში, სამწუხაროდ, საქართველოცაა. ამ ეტაპზე ისრაელსა და საქართველოს შორის მიმოსვლა აკრძალულია, სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ იმგზავრებ. საქართველოს მოქალაქეს, ვინც ახლა ისრაელშია, თავისუფლად შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში. მაგალითად, მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, შემიძლია საქართველოს პასპორტით ჩამოსვლა, მაგრამ როცა უკან დავბრუნდები, დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევს.
გაწითლებული ქვეყნიდან ისრაელში დაბრუნებული (ნებართვით), აუცილებლად ორკვირიან კარანტინში მოთავსდება, არა აქვს მნიშვნელობა, აცრილია თუ აუცრელი.
- ისრაელში EXO-CD24-მა კვლევების შემდეგ კარგი შედეგი აჩვენა. რა ფაზაშია კვლევა და არის თუ არა იმედი, რომ გაამართლებს?
- საბედნიეროდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა პრეპარატის გაფართოებული კვლევა. პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა - პაციენტების 95%-ზე მეტს რამდენიმე ხანში მოეხსნა სუნთქვითი პრობლემები, ციტოკინური შტორმი. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პრეპარატი მალე წამოგვეწევა. ახლა ექსტრემალური პირობები გვაქვს, ალბათ, დაჩქარდება კვლევა.
- რამდენად ეფექტიანად მოქმედებს დელტა-შტამზე ვაქცინები?
- დაცვის თვალსაზრისით, "ფაიზერი" ყველას სჯობს და თუ კაცს არა აქვს მიდრეკილება ანაფილაქსიური შოკის მიმართ, თუ ალერგიული არ არის, ფაქტობრივად, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის. გააჩნია ალერგიის ფორმასაც.
პრეპარატი, რომლის გამოცდაც ახლა მიდის, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება. ადვილად ასატანია პაციენტისთვის - მისი მიღება შესუნთქვით, ინჰალაციით ხდება.
ფაქტი ერთია - "ფაიზერსაც" და "მოდერნასაც" 2-3 თვეში შეუძლია გადაწყობა ახალ შტამზე, ამ დროში კი შესაძლებელია სრულიად ახალი ფორმის ვაქცინის შექმნა. ამიტომ კაცობრიობას სამედიცინო სფეროს იმედი უნდა ჰქონდეს. "კოვიდმა" არ იცის გარჩევა. დაუჯერეთ ჯანმოს, იმუნოლოგებს და არა ჭორსა და ცრუინფორმაციას წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრაში"
მკითხველის კომენტარები
(1)
ტვინის ბურღვას თავი დაანებე! იცოდე, უფლისგან მოგეკითხება!