
მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო და ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ქაბულის ქუჩებში თალიბები პატრულირებენ.
ბევრმა ქვეყანამ საკუთარი დიპლომატების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი ავღანელი თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო.
ქაბულის აეროპორტში თავი მოიყარა ათი ათასობით ავღანელმა, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევით ცდილობენ თავს უშველონ. ამის გამო, აეროპორტში ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი.
მედიის ინფორმაციით, შექმნილი ქაოსის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ავღანელი თვითმფრინავს გარედან იყო ჩაჭიდებული და აფრენილი თვითმფრინავიდან გადმოვარდა.