რა არის რუსულ-თურქული დამეგობრების მიზეზი და რას ელოდებიან სომხები? | Allnews.Ge

რა არის რუსულ-თურქული დამეგობრების მიზეზი და რას ელოდებიან სომხები?

სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ინ­ტე­რე­სით ელის, რა და რო­გორ შე­იც­ვლე­ბა რუ­სე­თის ჩარ­თვის შემ­დეგ სომ­ხეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის. რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის როლ­ზე. ამას­თან, ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის ორ­მხრი­ვად მომ­გე­ბი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბა უნდა გაღ­რმავ­დეს...

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თურ­ქე­თი­სა და რუ­სე­თის ლი­დე­რებ­მა 2022 წელს გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს მი­ი­ღეს. კრემ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თურ­ქე­თი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა გა­ნი­ხი­ლეს შე­თან­ხმე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს უზ­რუნ­ველ­ყოფს. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე მო­ი­ცავს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და სი­რი­ა­სა და ლი­ბი­ა­ში კრი­ზი­სე­ბის მოგ­ვა­რე­ბას.

თურ­ქუ­ლი მხა­რის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რის დროს პრე­ზი­დენ­ტებ­მა გა­ნი­ხი­ლეს კავ­კა­სი­ა­ში, სი­რი­ა­სა და ლი­ბი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. სა­უბ­რის დროს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და თურ­ქეთ-რუ­სე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში. სომ­ხურ მხა­რეს აშ­ფო­თებს ის ფაქ­ტი, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან მზარ­დი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ღრმავ­დე­ბა.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბით, ეს პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის ხარ­ჯზე, რაც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­დან და­სავ­ლე­თის მაქ­სი­მა­ლურ გა­ძე­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს კი, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს მა­დას ზრდის - მათი პო­ზი­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გამ­ყარ­დე­ბა.

პო­ლი­ტო­ლოგ არ­მენ ვარ­და­ნი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა უფრო ამე­რი­კი­სა და და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ჰგავს, ვიდ­რე ჯან­საღ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას.

"პუ­ტინ­სა და ერ­დო­ღანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ღრმავ­დე­ბა მა­შინ, როცა ვა­შინგტო­ნი და ბრი­უ­სე­ლი რუ­სეთს მკაც­რი სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბი­ან... თან მა­შინ, რო­დე­საც, უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო მოს­კოვ­სა და ან­კა­რას შო­რის ძა­ლი­ან დიდი უთან­ხმო­ე­ბაა - ყვე­ლას გვახ­სოვს, რომ თურ­ქეთ­მა უკ­რა­ი­ნას დრო­ნე­ბი მი­ყი­და, ის კი, კი­ევ­მა რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნა... ამას­თან, თურ­ქე­თი აშ­კა­რად ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას აღი­ა­რებს. ამის ფონ­ზე კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს ასე უეც­რად პუ­ტინ­მა და ერ­დო­ღან­მა და­მე­გობ­რე­ბა. მსგავ­სი მცდე­ლო­ბა არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ აქამ­დე არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, დიდი მო­ლო­დი­ნი არც ახლა უნდა ჰქონ­დეთ, მაგ­რამ მათი "მე­გობ­რო­ბა" იმ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის­თვის და­სავ­ლუ­რი მო­მავ­ლის მოს­პო­ბას მო­ას­წრე­ბენ..." - წერს ვარ­და­ნი­ა­ნი kavkaz-uzel.eu-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კი­დევ ერთი სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის, აკოფ ბა­და­ლი­ა­ნის ცნო­ბით, ადრე თუ გვი­ან, სომ­ხეთს მო­უ­წევს თურ­ქე­თის პი­რის­პირ დაჯ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, თურ­ქუ­ლი სა­ქონ­ლის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბა და ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვოს. ამის ინი­ცი­ა­ტი­ვით თურ­ქე­თი გა­მო­ვი­და, რაც სომ­ხურ-თურ­ქუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, ოღონდ სომ­ხეთ­მა თა­ვი­სი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ფრთხი­ლად უნდა გათ­ვა­ლოს.

სო­მე­ხი პუბ­ლი­ცის­ტი რო­ბერტ აბ­რა­მი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სომ­ხურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თან­და­თან ქრე­ბა იმე­დი, რომ ქვე­ყა­ნა ოდეს­მე და­სავ­ლე­თის­კენ აი­ღებს გეზს.

"თურ­ქე­თი რუ­სეთ­თან ვი­თა­რე­ბას ალა­გებს სომ­ხე­თის ხარ­ჯზე და პი­რი­ქით, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე იმ ხაზს მიჰ­ყვე­ბა, რო­მელ­საც შარ­შან ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის დროს... ჩვენს მო­ე­დან­ზე თა­მა­შო­ბენ, თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ" - ამ­ბობს ის.