ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომი უკრაინაში ისე არ წარიმართა, როგორც ამას პუტინი გეგმავდა | Allnews.Ge

ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომი უკრაინაში ისე არ წარიმართა, როგორც ამას პუტინი გეგმავდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ისე არ წარიმართა, როგორც ამას პუტინი გეგმავდა. მისი თქმით, პუტინი ალბათ არ ელოდა უკრაინელების ასეთ „არაჩვეულებრივ გამძლეობას“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტამდე.

კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული უკრაინის გამარჯვებაში, ბლინკენმა განაცხადა, რომ არ იცის როდის, თუმცა უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.