ქალს, რომელიც მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას გადაურჩა, გოგონა შეეძინა
ქალს, რომელიც მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას გადაურჩა, გოგონა შეეძინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ოლგა ტოკარიუკი ავრცელებს.
"ინფორმაცია მივიღე მარიანას მშობლებისგან. მათ ტელეფონით დაკავშირება შეძლეს. მარიანას გუშინ, საღამოს 10:00 საათზე გოგონა შეეძინა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მარიუპოლში ძალიან ცივა და გამუდმებით ბომბების ხმა ისმის", - წერს ჟურნალისტი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
ცნობისთვის, მარიანა პოდგურსკაია ცნობილი უკრაინელი ბლოგერი და ინფლუენსერია. ის მარიუპოლის სამშობიაროში დაბომბვის დროს იმყოფებოდა.