პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა, რომელთანაც პუტინს, სავარაუდოდ საერთო შვილები ჰყავს?
დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - ამის თაობაზე უცხოური მედია აქტიურად წერს. ჟურნალისტების ყურადღება იმან მიიპყრო, რომ რუსეთის ნაციონალური მედიაჯგუფის (NMG) ვებგვერდიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ალინა კაბაევას შესახებ ცნობები გაქრა. NMG უმსხვილესი კერძო მედიაჰოლდინგია რუსეთში, ათობით არხით, გაზეთებით და რადიოსადგურებით.
მის შემადგენლობაშია რუსეთის "პირველი არხი", "მეხუთე არხი", REN TV, STS და სხვა...
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ NMG-ის ვებგვერდზე, განყოფილებაში "დირექტორთა საბჭო" კაბაევას დოსიე, ფოტოსურათით, იძებნებოდა. ამჟამად გვერდი აღარ არსებობს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, დასავლეთს მოუწოდა, რომ სანქციების დაეწესებინათ რუსეთის სახელმწიფო მედიისა და მათი ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის ალინა კაბაევასთვის, რომელსაც ნავალნიმ "ვლადიმერ პუტინის საყვარელი" უწოდა.
2019 წელს რამდენიმე დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა მასალები, რომელშიც წერდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლებელია იყოს რიტმული ტანვარჯიშის ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაეას შვილების მამა. კრემლში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2019 წლის 23 მაისს, კაბაევას მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, პუტინმა მეან-გინეკოლოგი ქალი სამშობლოს სამსახურისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მედიის ცნობით, სწორედ ადამიანმა ამშობიარა კაბაევა. გარდა ამისა, მეან-გინეკოლოგმა და მისმა ქალიშვილმა მოსკოვის ცენტრში მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება იყიდეს, რომლის შეძენაც ყოფილი ტანვარჯიშის ორსულობასა და მშობიარობას დაემთხვა.
მანამდე ცოტა ხნით ადრე ალინა კაბაევა ნაციონალური მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, რომელსაც პუტინის ახლო გარემოცვის ბიზნესმენები ფლობენ. ჰოლდინგში მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში კაბაევამ 785 მილიონ 400 ათასი რუბლი გამოიმუშავა. განაგრძეთ კითხვა