დარია დუგინას საქმე: ვინ არის მის მკვლელობაში ბრალდებული ნატალია ვოვკი? | Allnews.Ge

დარია დუგინას საქმე: ვინ არის მის მკვლელობაში ბრალდებული ნატალია ვოვკი?

რუ­სულ­მა ეფ-ეს-ბემ ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლად უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 43 წლის ნა­ტა­ლია ვოვ­კი გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში, ივ­ნის­ში, 12 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, ჩა­ვი­და. რუ­სე­თის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, ვოვ­კი "აზო­ვის" პოლკ­ში ირი­ცხე­ბა

რუ­სე­თის FSB-მ დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი უც­ნო­ბი ქა­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

nataoa123-82781-1661234263.jpg

ეფ-ეს-ბეს თა­ნახ­მად ეს ნა­ტა­ლია ვოვ­კია

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პოლ­კი "აზო­ვი" კი აცხა­დებს, რომ ნა­ტა­ლია ვოვკს, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­რია დუ­გი­ნა­ზე მო­წყო­ბილ სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს უკ­რა­ი­ნის ქვე­და­ნა­ყოფ­თან.

"ქალს, რომ­ლის სა­ხე­ლი და სამ­ხედ­რო მოწ­მო­ბაც ეფ-ეს-ბემ რუსი პრო­პა­გან­დის­ტი დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ან­გა­რიშ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს პოლკ "აზოვ­თან" და არა­სო­დეს არ ეკუთ­ვნო­და ჩვენ ქვე­და­ნა­ყოფს", - ნათ­ქვა­მია პოლკ "აზო­ვის" მიერ 22 აგ­ვის­ტოს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.