ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირება - ანჯელინა ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტმა "შატო მირავალი" განქორწინების გამო შურის საძიებლად წაართვა
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი კვლავ ვერ მორიგდნენ საფრანგეთის ვენახების თაობაზე წამოწყებული დავისას. ამჯერად ჯოლის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "Nouvel"-მა 250-მილიონდოლარიანი სარჩელი შეიტანა ბრედ პიტის წინააღმდეგ. კომპანია ანჯელინა ჯოლიმ ღვინის ქარხანაში თავისი წილის შესანარჩუნებლად დააარსა. ჯოლი სარჩელში ამტკიცებს, რომ ბრედმა და მისმა "ბანდამ“ მზაკვრული კამპანია წამოიწყეს "შატო მირავალის" ხელში ჩასაგდებად, რადგან პიტს განქორწინების და ბავშვებზე მეურვეობის პროცედურების გამო ყოფილ ცოლზე შურისძიება სურდა. ის ასვვე ფიქრობს, რომ ბრედს სურდა, რომ ჯოლის ვენახის უზარმაზარი მოგებიდან კაპიკიც კი არ ენახა.
სარჩელში ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ ბრედ პიტმა ისარგებლა იმით, რომ ყოფილ ცოლს დიდი წილი ჰქონდა "შატო მირავალში" და ის იძულებული გახადა, ხელი მოეწერა "გაჩუმების პუნქტზე“, რომელიც ქალს უკრძალავდა იმ გარემოებების გამხელას, რამაც მათი განქორწინება გამოიწვია. ანჯელინას ასევე საიდუმლოდ უნდა შეენახა ის ფაქტიც, რომ პიტმა "შატო მირავალის" კომპანიის კუთვნილი მილიონობით დოლარი გაფლანგა "უაზრო პროექტებში“ , მათ შორის დასახელებულია საცურაო აუზი, რომელშიც მან მილიონზე მეტი გადაიხადა. პიტის მითითებით, კომპანიამ ასევე შეუკვეთა შატოში ერთი კიბის აშენება, მაგრამ იმის გამო, რომ პიტმა სამჯერ დაიწუნა მიღებული შედეგი, სულ ოთხჯერ მოუწიათ მისი ხელახლა აშენება. ჰოლივუდის მსახიობი იმასაც ამტკიცებს, რომ პიტმა "აიძულა", რომ შატოს ხორვატიული ქვის კედლების რეკონსტრუქციაზე რამდენიმე მილიონი დოლარი დაეხარჯა.
"ეს თანხები ჯოლისა და "ნუველის" წინააღმდეგობის მიუხედავად დაიხარჯა", - ნათქვამია ჯოლის მიერ შეტანილ სარჩელში.
სასამართლოში წარმოდგენილ ქაღალდებში აქვე ნათქვამია, რომ პიტი და ჯოლი პასუხისმგებლობების განაწილებაზე შეთანხმდნენ: საქველმოქმედო პროექტებზე ანჯელინას უნდა ეზრუნა, მათ შორის ჯოლი-პიტის ფონდზე, ხოლო "შატო მირავალის" ინვესტიციების ზედამხედველობა პიტის ხელში უნდა ყოფილიყო.