ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-ედ ოფიციალურად გამოცხადდა | Allnews.Ge

ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-ედ ოფიციალურად გამოცხადდა

ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-ედ ოფიციალურად გამოცხადდა, ოფიციალური განცხადება წმინდა ჯეიმსის სასახლეში წაიკითხეს.

სასახლეში შეკრებილია საბჭო, რომელიც შედგება სამეფო ოჯახის წევრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან. სასახლეში იმყოფებიან კენტერბერის მთავარეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები, ასევე გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები - გორდონ ბრაუნი, დევიდ კამერონი, ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი.

ცერემონიალის პირველი ნაწილი დასრულდა, ლორდ თავმჯდომარე პენი მორდაუნტმა, რომელიც ღონისძიებას ხელმძღვანელობს, შემდგომი ნაბიჯები გამოაცხადა, რომლებიც მოიცავს განკარგულებას, რომ განცხადება წაიკითხონ ლონდონში, ედინბურგში, კარდიფსა და ბელფასტში. პროცესი ახლა სამეფო ტახტის ოთახში გადაინაცვლებს, სადაც საბჭო ახალ მეფეს მიესალმება.

3259-1662805166.webp

„დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა. დედაჩემის ტახზე ყოფნა შეუდარებელი იყო თავისი ხანგრძლივობით, თავდადებითა და ერთგულებით. მადლობას ვუხდით ამ ყველაზე კეთილსინდისიერი ცხოვრებისთვის. ღრმად ვაცნობიერებ ამ ღრმა მემკვიდრეობას და იმ მძიმე მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა მე გადმომეცა. იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი. ვლოცულობ, ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ წინამძღოლობის გაწევისა და დახმარებისთვის“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მეფემ.