„ენერგოატომი“ - ოკუპანტებმა მიკოლაივში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს, რაკეტა რეაქტორებიდან 300 მეტრში დაეცა
რუსმა ოკუპანტებმა წუხელ მიკოლაივის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა.
„აფეთქების ტალღამ შენობები დააზიანა, ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ენერგოატომის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად ატომური ელექტროსადგურის პერსონალი არ დაშავებულა.
სადგურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. "ენერგოატომის“ ცნობით, ამჟამად ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი საშტატო რეჟიმით მუშაობს.