რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და გაბედავს თუ არა პუტინი მის გამოყენებას? | Allnews.Ge

რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და გაბედავს თუ არა პუტინი მის გამოყენებას?

უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის გა­მარ­თვის შემ­დეგ, პუ­ტი­ნი, ეტყო­ბა, მა­ნამ­დე ანექ­სი­რე­ბულ ყი­რი­მის ოლქს "მი­ა­ბამს“ ლუ­განსკის, დო­ნეც­კის, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქე­ბის ოკუ­პი­რე­ბულ ნა­წი­ლებს და მათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს...

რუ­სუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­რა­კე­ტო ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი

ეს, რა თქმა უნდა, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ა­ჩე­რებს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ ბრძო­ლას და არც ფრონ­ტის ხა­ზე­ბი მო­იშ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­გო­რი იქ­ნე­ბა კრემ­ლის ბი­ნა­და­რის რე­აქ­ცია, თუკი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბი და გას­რო­ლი­ლი ჭურ­ვე­ბი უკვე რუ­სე­თის მიერ "ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ერ­თე­ბულ ოკუ­პი­რე­ბულ“ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბა?

კრემ­ლი ამას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვად აღიქ­ვამს და სრულ­ფა­სო­ვან ომს გა­მო­უ­ცხა­დებს უკ­რა­ი­ნას, თუ პუ­ტი­ნი მარ­თლაც აას­რუ­ლებს და­ქად­ნე­ბას და უკ­რა­ი­ნას ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით და­არ­ტყამს?

არა­ვის გვინ­და და­ვი­ჯე­როთ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის ჰიტ­ლე­რი-პუ­ტი­ნი გა­ბე­დავს ბირ­თვუ­ლი, თუნ­დაც მცი­რე სიმ­ძლავ­რის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას და ეს უფრო მის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი დიდი ბლე­ფია, თუმ­ცა მერე მხრივ, ბევ­რს სჯე­რო­და, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის არ­მია ღიად შე­მო­იჭ­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ან ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს ერთი ტყვი­ის გას­რო­ლის გა­რე­შე "ჩა­მო­აჭ­რი­და“ და მით უმე­ტეს ა.წ.-ის 24 თე­ბერ­ვალს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომს და­ი­წყებ­და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ?

რო­გორც კუ­თხე­ში მიმ­წყვდე­უ­ლი ვირ­თხა თავ­დას­ხმა­ზე გად­მო­დის, ისე უკ­რა­ი­ნას­თან ომში და­მარ­ცხე­ბის­კენ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა პუ­ტინ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­დად­გას ასე­თი სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯი და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში სამ­ხედ­რო, უფრო კი პო­ლი­ტი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ტაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მცი­რე სიმ­ძლავ­რის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე...

152 მმ კა­ლიბ­რის საბ­ჭო­თა/რუ­სუ­ლი ბირ­თვუ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვის აფეთ­ქე­ბის სიმ­ძლავ­რე 1-2 კი­ლო­ტო­ნა ტრო­ტი­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია

რას წარ­მო­ად­გენს ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი?

ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის თე­ატ­რში, ფრონ­ტის ხაზ­ზე და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ახლო ზურ­გში. მისი სიმ­ძლავ­რე ტრო­ტი­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტით შე­და­რე­ბით მცი­რეა (გა­ნი­სა­ზღვრე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კი­ლო­ტო­ნით) და მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ზან­ში მოხ­ვედ­რის სი­ზუს­ტეს ეთ­მო­ბა.

საბ­ჭო­თა ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლი­დან (რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი იყო მსოფ­ლი­ო­ში და ოცი ათასს აღე­მა­ტე­ბო­და, სა­ი­და­ნაც 350 ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი მუხ­ტი რა­კე­ტის ქო­ბი­ნის, სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბის, სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვი­სა და ნაღ­მის სა­ხით 1989 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ინა­ხე­ბო­და) რუ­სეთს დღე­ი­სათ­ვის არა­ნაკ­ლებ ორი ათა­სამ­დე ასე­თი მუხ­ტი დარ­ჩა, რო­მელ­თა და­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი "ის­კან­დერე­ბი­სა" თუ ფრთო­სა­ნი "კა­ლიბ­რე­ბის" ქო­ბი­ნებ­ში.

თუკი ჰი­რო­სი­მა­ში ამე­რი­კე­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბის სიმ­ძლავ­რე 18 კი­ლო­ტო­ნამ­დე იყო, თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა "ის­კან­დერ მ“-ზე 50 კი­ლო­ტო­ნაა, ანუ 50 ათა­სი ტონა ტრო­ტი­ლის აფეთ­ქე­ბის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი სიმ­ძლავ­რის ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის და­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბის შე­დე­გად ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­დე­ბა არა­ნაკ­ლებ 30 კმ-ის რა­დი­უს­ში, ამ სიმ­ძლავ­რის ერთ ტაქ­ტი­კურ ბირ­თვულ ქო­ბინს ერთი სა­შუ­ა­ლო ქა­ლა­ქის პი­რი­სა­გან მი­წი­სა აღგ­ვა შე­უძ­ლია.

30-50 კი­ლო­ტო­ნა სიმ­ძლავ­რის ტაქ­ტი­კურ ბირ­თვულ ქო­ბინს ერთი პა­ტა­რა ქა­ლა­ქის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლია... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა