ზამთარი რუსული გაზის გარეშე - როგორ ემზადება ევროპა
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც 90-იანი წლების უშუქობა, გაზის გარეშე ცხოვრება, ეკონომიკური პრობლემები გამოიარეს, არაფერი გააკვირვებთ. მსგავსი პრობლემების წინაშე კი, შესაძლოა, ახლა ევროპის განვითარებული ქვეყნები აღმოჩდნენ. ანალიტიკოსები ევროპაში მკაცრ ზამთარს პროგნოზირებენ, რომელიც სხვადასხვა ფაქტორით იქნება გამოწვეული. მთავარი მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომი და პუტინის მიერ ბუნებრივი აირის იარაღად გამოყენებაა.
ვლადიმერ პუტინმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ეს ერთგვარი ფასია, რომლის გადახდაც ცივილურ სამყაროს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ უწევს.
ვეროპელი ლიდერები ეძებენ ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი და მარაგი, როგორც ჩანს, კრიზისი მაინც გაურდაუვალია და ლიდერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ზამთარში შესაძლოა, როგორც შუქი, ასევე გაზი დადგენილი გრაფიკით მიეწოდოთ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ეკონომიურად გამოიყენონ ენერგეტიკული რესურსები.ბერლინში მცხოვრები იორგ მერტენსი washingtonpost-თან ამბობს, რომ იცოდა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის წასვლას თავისი ფასი ექნებოდა და რომ ყოველივე ენერგეტიკულ რესურსებზე და მის ფასზე აისახებოდა, მაგრამ გადასახადების რაოდენობამ, რომელიც აგვისტოში მიიღო, მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მერტენსი ამბობს, რომ 70%-ით უფრო მეტი გადაიხადა წინა თვესთან შედარებით.
გარდა ენერგეტიკული რესურსების კუთხით არსებული პრობლემებისა, გერმანიაში 1970 წლის შემდეგ ყველაზე უფრო უარესი ვითარებაა ინფლაციის კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას ქმნის. ექსპერტთა შეფასებით, მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახები გაუძლებენ ამას, თუმცა საშუალო და დაბალი სოციალური საფეხურის მქონე ოჯახებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება.
როგორც washingtonpost-ი წერს, ზიანი მთელ ევროპას მიადგება, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის იქნებიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დიდწილად რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული. ეკონომიკის საკითხთა ექსპერტების გამოთვლებით, გადასახადები ზამთარში ევროპის მასშტაბით 210 პროცენტით მოიმატებს..