უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა | Allnews.Ge

უმძიმესი ისტორია საზღვაო ქვეითზე, რომელიც "აზოვსტალის" სიმბოლო გახდა

21 სექ­ტემ­ბერს, 214 სხვა დამ­ცველ­თან ერ­თად, რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს მი­კო­ლა­ი­ვის 36-ე ცალ­კე­უ­ლი სა­ზღვაო ბრი­გა­დის ჯა­რის­კა­ცი, "აზოვსტა­ლის" დამ­ცვე­ლი მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი. 42 წლის მი­ხა­ი­ლო დმიტ­რო კო­ზაც­კის მტკივ­ნე­უ­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟის ერთ-ერთი გმი­რია. ჯერ კი­დევ მა­ის­ში, ფო­ტო­ებ­ზე ჩან­და რო­გორ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჯა­რის­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

ოკუ­პი­რე­ბულ მა­რი­უ­პოლ­ში ყოფ­ნი­სას მი­ხა­ი­ლომ სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ვერ მი­ი­ღო. ხოლო რო­დე­საც დი­ა­ნო­ვი რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. ოკუ­პან­ტებ­მა ხელ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტი მი­ხა­ი­ლოს ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე მოხ­სნეს. მა­მა­კა­ცი ამ­ჟა­მად კი­ე­ვის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხელ­ზე ოპე­რა­ცია გა­უ­კეთთ­დეს.

screenshot-4-42230-1664613279.jpg

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რა თან­ხაა სა­ჭი­რო მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვის სამ­კურ­ნა­ლოდ. თუმ­ცა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა "აზოვსტა­ლე­ლი" მცვე­ლის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. 24 სა­ათ­ში მი­ხა­ი­ლოს­თვის 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი გრივ­ნა შეგ­როვ­და.

დი­ა­ნო­ვი ჯარ­ში მო­ხა­ლი­სედ 2015 წლის იან­ვარ­ში წა­ვი­და. ომამ­დე ჰქონ­და სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სია: იყო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტი, ერთ დროს აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში, უკ­რავ­და აკუს­ტი­კურ და ბას გი­ტა­რა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენტზე. ის იყო ტერ­ნო­პო­ლის ჯგუ­ფის "Personal Signature" წევ­რი.

"შე­მიძ­ლია მოვ­კვდე რო­გორც და როცა მინ­და – ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. მაგ­რამ მე შე­მიძ­ლია გა­დავ­წყვი­ტო, რო­გორ ვი­ცხოვ­რო. მა­მა­ცუ­რად თუ ჩუ­მად. აქ მე უბ­რა­ლოდ ყოვ­ლის­შემ­ძლე ვარ. აშ­კა­რაა, ეს აქ­სი­ო­მაა. თუ სამ­ყა­რო­ში რა­ღაც ცუდი ხდე­ბა, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ, მაგ­რამ შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო რა­ღაც უკე­თე­სო­ბის­თვის“, - წერ­და ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში.

01aed5499bb810f551c48b8fc6a78821-1664613305.i750x420x513-42284.jpg

ერ­თწ­ლი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, იგი რამ­დე­ნი­მე კვი­რით ჩა­მო­ვი­და მშობ­ლი­ურ ტერ­ნო­პოლ­ში, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ დაბ­რუნ­და და სამ­წლი­ა­ნი კონ­ტარ­ქტი გა­ა­ფორ­მა. მსა­ხუ­რობ­და ჯერ სა­დე­სან­ტო ძა­ლებ­ში, შემ­დეგ კი სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­ში.

სრულ­მას­შტა­ბი­ან შე­მოჭ­რამ­დე ცოტა ხნით ადრე - 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში - მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი კი­დევ ერთხელ დაბ­რუნ­და ოჯახ­ში, იმ დღეს ქა­ლიშ­ვი­ლის კა­ტე­რი­ნას და­ბა­დე­ბის დღე იყო.

"მთე­ლი წელი ვერ ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე აქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. არც ერთი მისი და­ბა­დე­ბის დღე არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია“, - ამ­ბობს ჯა­რის­კა­ცის დედა. მა­შინ უკ­რა­ი­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე არ სა­უბ­რობ­დნენ და დე­დას­თან ომზე არც უსა­უბ­რია, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა.

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მოჭ­რის შემ­დეგ მი­ხა­ი­ლო დი­ა­ნო­ვი თით­ქმის ყო­ველ­დღე ცდი­ლობ­და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა, რომ მას­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. 5 მარ­ტის შემ­დეგ მას­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყდა. 8 აპ­რილს და­უ­რე­კა დის ქმარს, მაგ­რამ არ უთ­ქვამს სად იყო და რა და­ე­მარ­თა. ხოლო 14 აპ­რილს მან გა­ნა­ცხა­და, რომ დაჭ­რი­ლი იყო და აზოვსტალ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. განაგრძეთ კითხვა