ილონ მასკი "ტვიტერზე“ უკრაინის შესახებ გამოკითხვას ატარებს, რასაც მიხაილო პოდოლიაკი პასუხობს და თავის მხრივ, გამოკითხვის საკუთარ ვერსიას აქვეყნებს
Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Twitter-ზე ხელმომწერებს შესთავაზა გამოკითხვა, რომელშიც გამოთქვა საკუთარი პოზიცია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საკუთრების საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
მასკს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უპასუხა.
მასკი თავის პოსტში ასახავს ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული "მშვიდობას უკრაინასა და რუსეთს შორის":
"მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:
- განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.
- ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
"ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“ , - წერს მასკი.
მასკის გამოკითხვის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მას სხვა სახის გამოკითხვა შესთავაზა. კერძოდ:
"უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.
- რუსეთი განიცდის დემილიტარიზაციას და სავალდებულო დენუკლეარიზაციას და ვეღარ ემუქრება სხვებს.
- ომის დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალს ექვემდებარებიან“ , - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე“