"მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი" 94 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?
ირანელი კაცი, რომელსაც საზოგადოება იცნობდა როგორც "მსოფლიოს ყველაზე ჭუჭყიან ადამიანს", 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასე იმიტომ ეძახდნენ, რომ მას ნახევარ საუკუნეზე მეტია არ დაუბანია.
არმუ ჯაჰი გაჭვარტლულ ქოხში ცხოვრობდა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 60 წლის განმავლობაში არ დაუბანია. ადამიანები, რომლებიც კაცს იცნობდნენ, ამბობენ, რომ ახალგაზრდობის დროს მან განიცადა "ემოციური დარტყმა", რის შემდეგაც დაბანაზე უარი თქვა.
2014 წელს Tehran Times-ი წერდა, რომ ჰაჯის აზრით, სისუფთავე მას დააავადებდა. რამდენიმე თვის წინ, თანასოფლელებმა ჰაჯი დაარწმუნეს, რომ დაებანა და ხანგრძლივი დროის შემდეგ მან ეს პირველად გააკეთა. ჰაჯის სიკვდილის შემდეგ, არაოფიციალურად ინდოელი კაცი კაილაშ კალაუი სინსი გახდა მსოფლიოს ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი. 2009 წელს ინდური გამოცემა Hindustan Times-ი წერდა, რომ კაილაშ კალაუი სინსს 30 წელია არ დაუბანია.
ინდოელი მამაკაცი ყოველ საღამოს ანთებს ცეცხლს და ეწევა მარიხუანას და ლოცულობს. ამბობს, რომ მას არ სჭირდება წყლის აბაზანები და რომ ცეცხლის აბაზანებს იღებს და "ცეცხლის აბაზანა ხელს უწყობს ყველა მიკრობის განადგურებას.“