ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა მიიტანეს, მთელ ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რას წერს უკრაინული მედია?
რუსული ძალები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსები ზაპოროჟიეში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაესხნენ თავს, რაკეტებით იბომბება ვინიცაც.
როგორც "უნიანი" წერს აფეთქებების ხმა ისმის კიევსა და ხარკოვში. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მტერი ახორციელებს დარტყმას ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
"ქალაქ ხარკოვისა და მთელი ოლქის მოსახლეობა თავშესაფრებში, ოკუპანტებს დარტყმა გრძელდება", - დაწერა სოციალურ ქსელში ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ოლეგ სინეგუბოვმა.
აფეთქებების ხმა ისმის და საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოქალაქეებს საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.