რას ჰყვება ჰარი ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მისი და მეგანის სამეფოდან წასვლა გადაწყდა | Allnews.Ge

რას ჰყვება ჰარი ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მისი და მეგანის სამეფოდან წასვლა გადაწყდა

Netflix-ის ახალ დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს, წყვილ­მა გა­იხ­სე­ნა ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც 2020 წლის იან­ვარ­ში გა­ი­მარ­თა და მათი მო­მა­ვა­ლი გა­და­წყვი­ტა.

შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ჰა­რი­სა და მე­გა­ნის სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის სა­კი­თხი. ეს ამ­ბა­ვი ბრი­ტა­ნე­თი­დან "გაქ­ცე­ულ­თათ­ვის" უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.

ჰარი ფილმში ყვე­ბა, რომ მან პი­რად მდივ­ნებს წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, რომ­ლებ­შიც შეხ­ვედ­რას და სა­მე­ფო ოჯა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან თა­ვის დახ­სნის თე­მა­ზე სა­უ­ბარს ითხოვ­და, მაგ­რამ მისი მო­თხოვ­ნა უარ­ყვეს.

two-image-vertical-split-1-2-copy-11-64499-1671177556.jpg

პრინ­ცი მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­იწ­ვი­ეს სა­სა­უბ­როდ, რაც მე­გა­ნი კა­ნა­და­ში დაბ­რუნ­და. ამის გამო წყე­ნა მე­გან მარ­კლს დღემ­დე გა­მოჰ­ყვა: "წარ­მო­იდ­გი­ნეთ სა­უ­ბა­რი მრგვალ მა­გი­დას­თან, სა­დაც თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი წყდე­ბა და ამ­დე­ნი რა­მაა საფრ­თხის ქვეშ. და თქვენ, რო­გორც დედა, ცოლი არ ხართ იქ მიწ­ვე­უ­ლი", - ამ­ბობს მე­გა­ნი.

ჰა­რიმ გა­იხ­სე­ნა 90-წუ­თი­ა­ნი დის­კუ­სია, რო­მე­ლიც ძმას­თან, პრინც უი­ლი­ამ­თან, მა­მას­თან და ბე­ბი­ას­თან ჰქონ­და.

განაგრძეთ კითხვა