ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის "წლის კაცი" უწოდა
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
შეხვედრის შემდეგ ორმხრივი პრესკონფერენცია იგეგმება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ზელენსკისა და ბაიდენს “ბრძოლის ველზე სამომავლო ქმედებების სიღრმისეული სტრატეგიული განხილვის შესაძლებლობა ექნებათ”.
ამის გარდა, მხარეები განიხილავენ აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ უკრაინელი სამხედროების წვრთნის შესაძლებლობებს.
საუბარი ასევე შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და საექსპორტო კონტროლს, რათა შემცირდეს მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი.
“პრეზიდენტ ბაიდენს შესაძლებლობა ექნება მხარდაჭერის კონტექსტში აღნიშნოს, რომ ეს ეხება არა მხოლოდ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით, არამედ იმასაც, რას გავაკეთებთ დღეს და გავაგრძელებთ კეთებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - აღნიშნეს თეთრ სახლში.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ის იყო "წლის კაცი", მინიშნებით ჟურნალ Time-ის გადაწყვეტილებაზე.
ჟურნალის წლის პიროვნების ჯილდო ენიჭება მოვლენას ან ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა გლობალურ მოვლენებზე ბოლო 12 თვის განმავლობაში.