პარიზში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, მოკლულია 3ადამიანი - რა ვიცით მომხდარის მოტივზე?
პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათივე ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთის სადგურზე, ქურთული კულტურის ცენტრთან მოხდა.
ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მე-10 ოლქში მომხდარს იძიებს. პარიზის მცხოვრებლებს სთხოვეს, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 69 წლისაა, ის უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით გაურკვეველია.