"პუტინი ძალიან მალე მოკვდება, მას აქვს კიბო... მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება" - რა ინფორმაცია აქვს უკრაინის დაზვერვას?
პუტინს კიბო აქვს, იმედი მაქვს ძალიან მალე მოკვდება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ის [პუტინი] უკვე ძალიან დიდხანს არის ავად, დარწმუნებული ვარ, რომ კიბო აქვს. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოკვდება. იმედი მაქვს, ძალიან მალე”, - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ პუტინს კიბო აქვს: “ჩვენ უბრალოდ, ვიცით ეს”.ჟურნალისტის კონკრეტულ კითხვაზე, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ეს ინფორმაცია პუტინთან ახლოს მყოფი წყაროებიდან მიიღო თუ არა, ბუდანოვმა უპასუხა: “დიახ”.
“ეს ომი მის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს… მას 2023 წელს მოვიგებთ”, - თქვა ბუდანოვმა.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, პუტინის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება და "მისი ტრანსფორმაციის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს მთელ მსოფლიოს".
ბუდანოვის ინფორმაციით, უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავსმისი თქმით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარტშია მოსალოდნელი.
"ეს არის ტერიტორიების გათავისუფლება და რუსეთის ფედერაციისთვის საბოლოო მარცხის მიყენება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან აღნიშნა, რომ შეტევა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე იქნება, „ყირიმიდან დონბასამდე“.
"ჩვენი მიზანია, და ჩვენ მას მივაღწევთ, - 1991 წლის საზღვრებამდე დაბრუნება, ისეთის, როგორ უკრაინასაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტი”, - განაცხადა ბუდანოვმა.