გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკრაინის ომზე საახალწლო ფოიერვერკების ფონზე საუბრის გამო გააკრიტიკეს, თანამდებობიდან გადადგა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
რამდენიმე დღის წინ, გერმანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული საახალწლო მილოცვის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, გადადგომას გეგმავდა.
ცნობისათვის, კრისტინ ლამბრეხტმა მილოცვის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე საახალწლო ფოიერვერკების ფონზე ისაუბრა. ამის გამო, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებმა ის გააკრიტიკეს და გადადგომისკენ მოუწოდეს.