შიმშილი და ყინვა ავღანეთში, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა
ვითარებას, რომელიც ავღანეთში "თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა, სულ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ბოლო ხანებში კი ამ ყველაფერს თან ერთვის შიმშილი, ავადმყოფობა და ანომალიური სიცივეც.
დასავლური მედიის ცნობით, 10-26 იანვრამდე, ავღანეთში ტემპერატურა მინუს 34 გრადუსამდე დაეცა, რასაც 162 ადამიანი შეეწირა. რამდენიმე დღით ადრე თალიბები იტყობინებოდნენ, რომ ყინვებს 70 ათასამდე სული საქონელი ემსხვერპლა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკვების დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდება.
სიცივით დაღუპულთა უმრავლესობა მწყემსები და სოფლად მცხოვრები ადამიანები არიან, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება და ვერ სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით.
"მთელი ოჯახი გაიყინა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები... უამრავი ოჯახი ფაქტობრივად, გადაუხურავ შენობებში, პირდაპირ მიწაზე ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ისეთია, რომ სითბოს არ ინარჩუნებს", - წერს დასავლური მედია.
news.zerkalo.io-ს ცნობით, ადგილობრივები ტექნიკის არარსებობის გამო, ვერაფერს უხერხებენ მოყინულ ქუჩებს. სატრანსპორტო ტრასაზე ვერ გადაადგილდებიან ავტომანქანები და ქვეითები. უამრავი ადამიანი, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამ გზაზე სიარული გარისკა, დაიმტვრა.
მოსახლეობას, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის სამედიცინო დაწესებულელებს, არ მიეწოდება წყალი. ადგილობრივები იძულებულნი არიან, სასმელი წყალი შეიძინონ, მაღაზიებში შეხვდებით ცოცხალ რიგს, სადაც ბიდონებს ავსებენ, თუმცა წყლის ყიდვისთვის საჭირო თანხაც ყველას არ აქვს. განაგრძეთ კითხვა