"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ | Allnews.Ge

"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყურ­და­ღე­ბის ცენ­ტრში პრინც ჰა­რის მო­რი­გი ინ­ტერ­ვიუ მო­ექ­ცა, ის ამ­ჯე­რად დოქ­ტორ გა­ბორ მა­თეს ესა­უბ­რა. გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე, თე­რა­პი­ა­სა და სა­მე­ფო ოჯახ­ში აღ­ზრდის ტრავ­მულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა. ჰა­რის თქმით, ის თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან "თავს ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გრძნობ­და" და რომ მისი გარ­დაც­ვლი­ლი დე­დაც, ზუს­ტად ასე იყო.

დოქ­ტო­რი გა­ბო­რის და პრინ­ცი ჰა­რის სა­უბ­რის თემა "და­ნა­კარგთან ერ­თად ცხოვ­რე­ბა" იყო. სა­კუ­თარ მე­მუ­ა­რებ­ზე სა­უბ­რი­სას, ჰა­რიმ აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვის მსხვერ­პლად წარ­მო­ჩე­ნა ან ხალ­ხის­გან თა­ნაგ­რძნო­ბის მი­ღე­ბა მისი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა და რომ წიგ­ნი "გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად" გა­მოს­ცა:

"თით­ქოს მხრე­ბი­დან უშ­ვე­ლე­ბე­ლი ტვირ­თი მო­ვიხ­სე­ნი," - აცხა­დებს პრინ­ცი. ის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს ტა­ბუს მოხ­სნის და მკი­თხვე­ლე­ბიც უფრო თა­ვი­სუფ­ლად ისა­უბ­რე­ბენ ამ თე­მა­ზე. ჰა­რის ინ­ტერ­ვი­უ­ში არ უხ­სე­ნე­ბია, თუ რო­გორ შეხ­ვდნენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი წიგ­ნის გა­მოს­ვლას.

diana-47967-1678167156.jpg

"ერთ-ერთი, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და თე­რა­პი­ის და­წყე­ბი­სას, ის იყო, რომ დე­დის მი­მართ გრძნო­ბე­ბი არ და­მე­კარ­გა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შევ­ძე­ლი დე­და­ზე მო­გო­ნე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მას, უბ­რა­ლოდ, სურ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი."

ჰარი ინ­ტერ­ვი­უს დროს ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­გან თავს ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გრძნობ­და და თით­ქოს სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში იყო გა­მო­კე­ტი­ლი, რომ­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა­შიც თე­რა­პია და­ეხ­მა­რა.

რო­გორც პრინ­ცი ყვე­ბა, მას ბავ­შვო­ბა­ში ჩა­ხუ­ტე­ბა და ოჯა­ხუ­რი სით­ბო აკ­ლდა, მაგ­რამ ახლა ცდი­ლობს, ეს სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მო­ას­წო­როს. იხილეთ სრულად